სამოქალაქო საზოგადოების ფონდი აცხადებს კონკურსს მედიის ადვოკატირების ონლაინ კამპანიაზე

18 აპრილი 2024

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი აცხადებს კონკურსს მედიის ადვოკატირების ონლაინ კამპანიაზე. განაცხადები მიიღება საქართველოში მომუშავე კომუნიკაციების/მარკეტინგული კომპანიებისგან, შესაბამისი გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, დამოუკიდებელი სტუდიებისგან, რომელთაც, სასურველია, ჰქონდეთ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილება.

კონკურსის მიზანია, გაზარდოს ახალგაზრდა თაობის ცოდნა მედიის საზოგადოებრივი როლისა და ჟურნალისტის პროფესიის შესახებ. 

ონლაინ კამპანია სოციალურ ქსელებსა და ციფრულ პლატფორმებზე წარიმართება.  გავრცელების არხებს არჩევს თავად აპლიკანტი, სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით. კამპანიის სამიზნე აუდიტორიად მოიაზრება 18-25 წლის ახალგაზრდები ქვეყნის მასშტაბით. 

მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია საქართველოს კანონმდებლობით, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მედიის თავისუფლებას სულ უფრო და უფრო მეტი საფრთხე ექმნება საქართველოში, ხოლო ჟურნალისტებს უწევთ რთულ გარემოში მუშაობა იმისათვის, რომ შეძლონ ინფორმაციის მოპოვება, გადამოწმება და საზოგადოებისთვის მიწოდება. 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ → bit.ly/3VZ5YF2

ამ თემაზე

განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით

სოციალურ ქსელში პოსტის გამო ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომუნიკაციების კომისია – ცენზურის სადარაჯოზე

ტვ ფორმულას დაჯარიმების შესახებ

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება