კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” პარტნიორი ორგანიზაციები მზად არიან სამართლებრივი დახმარება გაუწიონ მედიაორგანიზაციებს და ჟურნალისტებს არჩევნების დღეს როგორც ფოტო-ვიდეო გადაღების წესების, ისე სხვა საარჩევნო პროცედურების თაობაზე.
☎️ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზი ნომრებზე:
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის / Media Advocacy Coalition 555 795 776
სამართლიანი არჩევნები (ISFED) 0 800 100 143
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 577361520
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 555133345
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative 598 823 201
Rights Georgia / უფლებები საქართველო 577 222 361 555 21 66 21
Institute for Development of Freedom of Information 599 000 246
მედიის უფლებები 599 08 03 53
🕵 არჩევნები დღის გაშუქების ზოგადი წესები მედიის წარმომადგენლებისთვის
📖არჩევნების დღეს თან ატარეთ პირადობის მოწმობა/პასპორტი და ცესკოს მიერ გაცემული აკრედიტაციის ბარათი
⏰ საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე
❌არ ატაროთ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი
✅საარჩევნო უბანზე აუცილებელია პირბადის ტარება
🎥 ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება საარჩევნო უბანზე
📵კენჭისყრის კაბინის ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია
🎙ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ
↔️მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისათვის ფოტოვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი, თუ კენჭისყრის შენობა არ იძლევა 3 მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას, გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
⏰საარჩევნო უბანზე თქვენ შეგიძლიათ 10 წუთი გამოიყენოთ თავისუფალი ფოტო-ვიდეო გადაღებისათვის.
🚩07:00 საათიდან – ხმის დათვლის პროცედურის დასრულებამდე – გადაღება შესაძლებელია თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან.
📸მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლების (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) ხმის მიცემის პროცესი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად/შეუზღუდავად გადაიღონ.
📝ხელშეშლის დაფიქსირება
🔴“საარჩევნო კოდექსის” 91-ე მუხლის თანახმად, მედიის წარმომადგენლების კანონით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
🔴კენჭისყრის შენობაში ნებისმიერი ხელშეშლა დააფიქსირეთ ე.წ. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
❗️❗️❗️გახსოვდეთ: ზემოთ ჩამოთვლილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ, რაც აღინიშნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
🎥 მუშაობა სარჩევნო უბნის გარეთ
🚫დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება.
🚫დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.
🚷დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
1️⃣ 1️⃣ 2️⃣- ის მეშვეობით დააფიქსირეთ კენჭისყრის შენობის გარეთ ნებისმიერი ხელშეშლა ან/და კანონდარღვევა.
📖 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული დეტალური რეკომენდაციები