კოალიცია ეხმაურება “მთავარი არხისა” და “TV მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმას

25 ივლისი 2024


სოფელ სუფსაში გადაღებაზე მყოფ  “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს ძალადობრივმა ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “მთავარი არხის” წარმომადგენელი  ფსიქოლოგოური თუ ფიზიკური ზეწოლის ობიექტად იქცა. ლადო მენაბდე პოლიციაში დაშინების მიზნით აბსურდული ბრალდებით დაიბარეს. როგორც თავად მენაბდე ამბობს, გამოკითხვის დროს, გამომძიებელი მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახდენდა. 

ამასთანავე, კიდევ ერთი თავდახსმის შემთხვევა მოხდა დღეს “TV მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფზეც, რომელზეც ფიზიკურად იძალადეს. ჟურნალისტები ტრანსპორტში არსებულ მძიმე მდგომარეობას აშუქებდნენ, რის გამოც მათ ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში მინიმიკრო ავტობუსების მძღოლებმა. ჟურნალისტი ბექა პირველი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო შოთა სადაღაშვილს ხელი აქვს ნაღრძობი.

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტები და მედიის წარმომადგენლებისათვის უსაფრთხო და სამართლიანი სამუშაო გარემო უზრუნველყოს.

ამ თემაზე

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.