მედიაკოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს ეფექტური ზომები ჟურნალისტების დასაცავად

05 ივლისი 2021

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს ეფექტური ზომები ჟურნალისტების დასაცავად.

დღეს, 2021 წლის 05 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ძალადობრივი ჯგუფის წევრები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აგინებენ და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

ამ დრომდე უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო. ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ ღია განცხადებები აგრესიის დაგმობისა და შეჩერების მიზნით.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიყენოს ეფექტური ზომების მედიის უსაფრთხოების და გამოხატვის თავისუფლების საუკეთესო მიზნების გათვალისწინებით.

დარღვევების აღრიცხვის და მედიის სამართლებრივი მხარდაჭერისათვის კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ცხელი ხაზია 555 795 776

ამ თემაზე

კოალიციის განცხადება კომუნიკაციის კომისიის მუქარაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ

კომუნიკაციის კომისია "ქართული ოცნების" რიტორიკას იმეორებს

ანგარიში პრესის თავისუფლების შესახებ

ანგარიშში საქართველო პრესის რეპრესიის  „ცხელ წერტილად“ არის დასახელებული.

სანქცირებული კახა ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა

კახა ბექაურის 12-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა კომუნიკაციების კომისიაში