კომუნიკაციების კომისია პროგრამის შინაარსის განხილვით კანონს არღვევს

22 მარტი 2021

მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციების შეფასება.

კიდევ ერთხელ ვეხმიანებით კომუნიკაციების კომისიის მიერ უხამსობის რეგულირებისმიზნით წამოწყებულ აქტივობებს და მიგვაჩნია, რომ კომისია მოქმედებს კანონისსაწინააღმდეგოდ. 

კატეგორიულად მიუღებელია კომისიის მცდელობა, შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოსფუნქცია და ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, ვინაიდან მას ამის უფლებამოსილება არგააჩნია. ასეთი ფაქტის დაშვებით სახეზე იქნება მედიის შინაარსობრივი კონტროლი, რაცსიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა.

საქართველოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო პრაქტიკის დამკვიდრებაწარმოადგენს ცენზურის პირდაპირ საფრთხეს.კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე სადავო განხილვა ამჟამად სადავოა 2020 წლის 12 დეკემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის” გადაცემაში „შაბათის მთავარი” გასული სიუჟეტი. მასალა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას შეეხებოდა , რომელშიც ჟურნალისტიბექა ყორშია პლენარულ სხდომაზე შენობაში გადაღებული მასალებით, იქვე ჩაწერილიკომენტარებითა და საავტორო ტექსტით, ერთპარტიული პარლამენტის უარყოფით მხარეებზესაუბრობს. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის კადრები, რომელიც კომისიის 2020 წლის21 იანვრის სხდომაზე სადავო გახდა, სწორედ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, საჯარო სივრცეშია გადაღებული.

წარმოების დაწყების საფუძველი კომუნიკაციების კომისიის აუდიო-ვიზუალური მომსახურებისდეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის კონსტანტინე ქორიძის 2020 წლის 28 დეკემბრისსამსახურეობრივი ბარათია. აღნიშნული დეპარტამენტის შეფასებით, „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებული სიუჟეტი შეიცავს ქმედებებს (განცხადებებს) რომლებიცეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, აღნიშნულ არაეთიკურქმედებებს (განცხადებებს) არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება, და ცალსახად ლახავს ადამიანისა დამოქალაქის ღირსებას და ძირითად უფლებებს. შესაბამისად, იკვეთება „მაუწყებლობისშესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის ნიშნები.

სხდომის მონიტორინგისას, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ კომისია აპელირებს 2009 წლის 10 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და სწორედმასზე დაყრდნობით ცდილობს წარმოაჩინოს ისე, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომმიღებული გადაწყვეტილებით მას მიანიჭა უფლებამოსილება შეაფასოს პროგრამებისშინაარსობრივი მხარე (დაადგინოს შეიცავს თუ არა ის ადამიანის უფლებების ან ღირსებისშემლახველ უხამსობას). კომისიის მოსაზრება არ შეესაბამება რეალობას და მეტიც, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 11 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უპირველესად გამოხატვის თავისუფლების დაცვის სულისკვეთებაზე არის აგებული. სწორედ ამიტომ გვსურს დეტალურად განვიხილოთ აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსიდა სასამართლოს მოტივაცია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებები და მოტივაცია

2007 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონისა და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა მაუწყებლის მიერ რიგივალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კერძო პირების მიერ მათ გასაჩივრებასკომისიასა და სასამართლოში. სადავო ნორმები გასაჩივრდა საქართველოს კონსტიტუციისძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში, რომელიც იცავსსამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი მხოლოდ იმ ნაწილში დააკმაყოფილა, რომელიცეხებოდა მაუწყებლების ვალდებულებას, არ განათავსონ ადამიანისა და მოქალაქისღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამა ან რეკლამა, რომელიცშეიცავს უხამსობას. შედეგად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „მაუწყებლობისშესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე … მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ემუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „…ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადუფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავსუხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

დანარჩენ ნაწილებთან მიმართებაში კი მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმებით არილახებოდა პირთა კანონიერი ინტერესები და კონსტიტუციური უფლებები. ამგვარიინტერესების არარსებობის პირობებში კი, სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროება არ იდგადღის წესრიგში.

რაც შეეხება სასამართლოს მოტივაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასამართლოსათვისმიმართვა საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად ცნო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უხამსობის შემცველი პროგრამა ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებასა დაძირითად უფლებებს. მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ამ საკითხთანდაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამოტივაციო ნაწილში გაკეთებულშემდეგ დასკვნაზე: „შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის, მათშორის, უფლების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნითსასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისპირველ პუნქტს.“

სასამართლო საუბრობს იმაზე, რომ იმ ადამიანს, რომელიც მიიჩნევს რომ დაერღვაკონსტიტუციური უფლებები ან შეელახა უფლება (უხამსი პროგრამის გადაცემით), უნდაჰქონდეს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა, რათა მოითხოვოს ზიანისანაზღაურება. ამდენად ის გამოხატვის თავისუფლების საპირწონედ საუბრობს კონკრეტულიინდივიდის ინტერესზე, დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ისარგებლოსკონსტიტუციური უფლებით და მიმართოს სასამართლოს თავად, როგორც მოსარჩელემ. ამრიგად, სასამართლოს ერთადერთი მოტივატორი, თუ რატომაც დააკმაყოფილა ამ ნაწილშისარჩელი იყო ის, რომ თავად ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესძლებოდა მაუწყებლის მიერვალდებულების დარღვევის შემთხვევაში და მისი უფლებების შელახვისას გაესაჩივრებინა ესფაქტი სასამართლოში.

სასამართლოს არც ერთ პარაგრაფში, არც პირდაპირ და არც ირიბად მიუთითებია იმაზე, რომასეთივე უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს მესამე პირს, ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საკუთარი ინიციატივით, ყოველგვარი მოსარჩელის გარეშე, თავად გადაწყვეტს რომკონკრეტული პროგრამა ლახავს ვინმეს ინტერესებს და შეიცავს უხამსობას. აღნიშნული არათუარ გამომდინარეობს გადაწყვეტილებიდან, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მას, ვინაიდანამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო ვრცელ მსჯელობას უძღვნისგამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სააფრთხეებს, მაშინ, როდესაც დაცვის საგანი ხდებასუბიექტური გრძნობები და აბსტრაქტული ცნებები. აღნიშნული რისკები კი კიდევ უფრო მეტადიზრდება მაშინ, როდესაც ამ საკითხებს განიხილავს არა დამოუკიდებელი ხელისუფლებისშტო (მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე), არამედ ადმინისტრაციულიორგანო, საკუთარი ინიციატივით.

სასამართლო აღნიშნავს: „ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლებისშემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდმიზანმიმართული კანონით. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებული უნდაიყოს, როდესაც უფლების დარღვევას მაუწყებლის ბრალეული ქმედება იწვევს, ამასთან, გამოკვეთილი უნდა იყოს ის უფლება, რომლის დასაცავადაც გამოხატვის თავისუფლებაშეიძლება შეიზღუდოს. ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფითეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთისაკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონოებს მაუწყებლისთავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას.“ 

მნიშვნელოვანია აღნიშნოს ისიც, რომ მთელ გადაწყვეტილებაში საუბარი როგორც მხარეების, ისე სასამართლოს მხრიდან სწორედ სასამართლოში გასაჩივრების უფლებაზე მიმდინარეობსდა კომისიის მანდატი ამ საქმეში არც პირდაპირ და არც ირიბად არ განხილულა. მეტიც, ამისუფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს არც გააჩნდა, ვინაიდან სადავო ნორმებიგასაჩივრებული იყო მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებაში, რომელიც არც მაშინდელი და არც ამჟამინდელი პრაქტიკით არ მოიცავს რომელიმეადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლო კიყოველთვის შებოჭილია იმ სასარჩელო მოთხოვნით, რაც დაყენებულია მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მსჯელობა, თითქოს საკონსტუტიციო სასამართლომმიღებული გადაწყვეტილებით და ერთ-ერთი სადავო ნორმის გაუქმებით, კომისიას რაიმეუფლებამოსილება მიანიჭა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს განხილული გადაწყვეტილების საფუძველზე კომუნიკაციებისკომისიის მიერ საკუთარი თავისთვის თვითნებურად დაწესებული მანდატი წარმოადგენსუკანონო ქმედებას და საკონსტიტუციო სასამართლოს უპატივცემულობას, რომელიც არათუ არგამომდინარეობს გადაწყვეტილებიდან, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მისსულისკვეთებას.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად 56-ე მუხლის მეოთხეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში თვითრეგულირების მექანიზმის პარალელურად გაჩნდამისი მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა და ისიც მხოლოდ იმ მიზნითრომ კონკრეტულ ინდივიდს ჰქონდეს შელახული კონსტიტუციური უფლების აღდგენისსაშუალება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულისასამართლო ცალსახად მიუთითებენ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდვიწროდ მიზანმიმართული კანონით შეიძლება მოხდეს. კომუნიკაციების კომისიის ხელში კიჩნდება საშიშროება, რომ მაუწყებელს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაშიც დაეკისრება, თუკისადავო პროგრამას არ ეყოლება უშუალოდ დაზარალებული და უფლებაშელახული ადამიანი. ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასული სადავო სიუჟეტი სწორედ ამის ერთ-ერთიმაგალითია, რომლის მთავარის გმირის, ივანე მაჭავარიანის პოზიციით კომისია საქმისგანხილვისას არც კი დაინტერესებულა.

აღსანიშნავია, რომ თვითრეგულირებას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის უხამსობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისიას არასდროსუმსჯელია. უფრო მეტიც, კომისია საჯარო განცხადებებშიც უთითებდა, რომ 56-ე მუხლთანმიმართებით მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება და აღნიშნული მუხლითგათვალისწინებული საკითხები მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს განსახილველია.

მაგალითად, 2017 წლის 08 ნოემბრის განცხადებაში „კომისია აღნიშნავს, რომ პროგრამულიშეზღუდვების დაუცველობის შემთხვევები ექცევა მაუწყებელთა თვითრეგულირებისმექანიზმის ფარგლების განხილვის ქვეშ. კერძოდ, ომის პროპაგანდის, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ანძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხის შემცველი პროგრამების, პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათაშემლახავი, უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის და სხვ. განთავსება არ იწვევსადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მაუწყებლისთვის და მოქმედიკანონმდებლობა არ ითვალისწინებს მაუწყებლისთვის ასეთი პროგრამის ან რეკლამისგავრცელების აკრძალვის ქმედით მექანიზმებს.”

აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას თვითრეგულირების არსს, რომელიც გაშუქების ხარისხისადა ეთიკური დარღვევების გამოსწორების მყისიერი და ეფექტიანი გზაა. მედიის მთავარიმონაპოვარი მისი რეპუტაცია და ნდობაა, თუკი მის მიმართ არ იარსებებს ნდობა, ის უბრალოდვერ იფუნქციონირებს. ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში რას ამბობენკოლეგები და მათი აუდიტორია. მედიამ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა შეძლოსგააცნობიეროს და გამოასწოროს დარღვევა. ხოლო კომუნიკაციების კომისიის ის პოზიცია, რომთვითრეგულირების მექანიზმი მაუწყებლებში არ მუშაობს სათანადოდ, ვერ იქნება, რადგანთავად ეს ადმინისტრაციული ორგანოა პასუხისმგებელი თვითრეგულირების მექანიზმებისეფექტიან მუშაობზე. 

კომისიაში მიმდინარე წარმოების უარყოფითი გავლენა მედიაზე

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროსმარეგულირებელი ორგანოა, რომლის უფლებამოსილებებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი, “მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოსკანონები ქმნიან. ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების შინაარსი მათ შორის, სასამართლოსმიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განიმარტება. 

თავის მხრივ, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიან პრეცედენტს, რომელიცზუსტი და ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. 

გვაქვს მოლოდინი, რომ კომუნიკაციების კომისიაში საქმის წარმოება დააზიანებსმაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმს. უკანონო შეზღუდვა კი ასევე გავრცელდება სხვამაუწყებლებზე. 

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას იმოქმედოს თავისი მანდატისა და კანონმდებლობისფარგლებში, პატივი სცეს მედიის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირებისაღიარებულ სტანდარტებს.

ამ თემაზე

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.

საპარლამენტო არჩევნები და მედიაგარემო