სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები

11 მაისი 2022

გუშინ, 2022 წლის 10 მაისს “ტელეკომპანია პირველის” წამყვანმა ვიკა ბუკიამ გაავრცელა მიმოწერა, რომლის შინაარსის მიხედვით, “TV პირველის” წამყვანებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მუქარა კავშირშია ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობასთან.  

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას  უკავშირდება. 

ჟურნალისტებსა და სხვა მედია აქტორებზე თავდასხმასა და მათ დაშინებას გარდაუვალი მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ეფექტი კიდევ უფრო მძაფრია, თუ თავდასხმებისა და დაშინების ფაქტებს თან ახლავს დამნაშავეთა დაუსჯელობა.  აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტური გამოძიებით დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები.

ამ თემაზე

“ქართული ოცნების” სასამართლო – უსამართლობის და ძალადობის ადგილი 

მანდატურების თავდასხმა ჟურნალისტებზე საქალაქო სასამართლოში

MFRR: „საქართველო კვლავ უახლოვდებოდა სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებას“

ანგარიში მედიის მდგომარეობის შესახებ საქართველოში

“კანონები სიტყვის წინააღმდეგ”- ახალი კვლევა