დაუშვებელია ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ნამოხვანში

12 აპრილი 2021

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებად მივიჩნევთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ნამოხვანში.


ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ნამოხვანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმართ, მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე კი მიუღებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამოხვანში დღეს ინტერნეტკავშირიც ჩაახშო, რის გამოც პირდაპირი ჩართვის განხორციელება არ ხერხდება.“

ადგილობრივების ინფორმაციით, ინტერნეტის გავრცელების ამგვარი ხარვეზი ნამოხვანში სხვა პერიოდებში არ დაფიქსირებულა. ამჯერად “ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ართულებს და ხშირად შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც უხეშად არღვევს როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს.”

მოვუწოდებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

– გაკეთოს განმარტება გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტის შესახებ

– დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რათა ნამოხვანში მყოფმა პირებმა ისარგებლონ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებით, ჟურნალისტებს კი ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად.

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეისწავლოს ნამოხვანში ინტერნეტის შეფერხების საკითხი და მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ დროისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ამ თემაზე

ადამიანის უფლებების დარღვევები პროევროპულ დემონსტრაციებზე

Human Rights Watch ანგარიში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს

კოალიცია გმობს თავდასხმას ჟურნალისტსა და აქტივისტზე ელისო ჯანაშიაზე

ელისო ჯანაშიას განცხადებით, თავდასხმა პირდაპირ უკავშირდება მის კრიტიკულ პოზიციას "ქართული ოცნების" მიმართ.

როგორ გახდა მედია ძალადობის სამიზნე

სპეცრაზმის და კრიმინალური ჯგუფების მიზანმიმართული ძალადობის შედეგად დაზარალებული ექვსი მედიის წარმომადგენლის ისტორია