დავითგარეჯში მომხდარი ფაქტი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს მოიცავს

30 მაისი 2021

დღეს, 2021 წლის 04 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია რომ დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ისინი ადგილზე სიუჟეტის გადასაღებად იყვნენ. ჩვენი ინფორმაცით, ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. თუმცა ნაცემია „მთავარი არხის“ ოპერატორი და დამტვრეულია მისი კამერა. ამასთანავე ადგილობრივები მუშაობის საშუალებას არ აძლევენ “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დროულად დაწყებას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის აღკვეთისკენ მოუწოდებენ.

ამ თემაზე

კოალიციის განცხადება კომუნიკაციის კომისიის მუქარაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ

კომუნიკაციის კომისია "ქართული ოცნების" რიტორიკას იმეორებს

ანგარიში პრესის თავისუფლების შესახებ

ანგარიშში საქართველო პრესის რეპრესიის  „ცხელ წერტილად“ არის დასახელებული.

სანქცირებული კახა ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა

კახა ბექაურის 12-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა კომუნიკაციების კომისიაში