ფილ რიკერი საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერებს შეხვდა

08 ივნისი 2021

2021 წლის 07 ივნისს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი  საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერებს შეხვდა. მან ჯგუფს უთხრა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მოწადინებულია, ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში იყოს. პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ამის ნაწილია.

საქართველოში მედიისთვის მეტი თავისუფლებისა და ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის უფრო მაღალი დონის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა  მათ შორის, მოისმინა კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წარმომადგენლების მოსაზრებები  და იდეები.

მედიის პრობლემებს შორის კვლავაც მნიშვნელოვან საკითხებად რჩება ჟურნალისტების და მედიამენეჯერების უსაფრთხოება,  ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულების სწრაფი და ეფექტური გამოძიება, ხელისუფლების მიერ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმის სრულად შეწყვეტა და კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიის შინაარსობრივი რეგულირების  თავიდან არიდება. 

ამ თემაზე

“ქართული ოცნება” მედიის სისტემურ შეზღუდვას აგრძელებს

სამიზნეა კრიტიკული მედია- ცენტრალურიც და რეგიონულიც

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ადამიანის უფლებების მდგომარების შესახებ საქართველოში 

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ