გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ

27 მაისი 2022

გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ! – 2022 წლის 27 მაისს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა სასტუმრო “სტამბაში” ახალი სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია გამართეს და მანიფესტი წარადგინეს.

 მანიფესტი 9 პუნქტისაგან შედგება

1️⃣ საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა

2️⃣ საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი

3️⃣ ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს

4️⃣ კანონი უზენაესი და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული იყოს

5️⃣ მოქალაქე სამართალს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სასამართლოში პოულობდეს

6️⃣ სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი და დაცული იყოს

7️⃣ სიღატაკე აღარ არსებობდეს

8️⃣ სახელმწიფო ებრძოდეს და ამარცხებდეს კორუფციას

9️⃣ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება იყოს დაცული

მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრები სამოქალაქო მოძრაობის მონაწილეები და თანაორგანიზატორები არიან. 🔗 სრული ტექსტი ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3t14LO1  

ამ თემაზე

ჟურნალისტების დაკავება და თავდასხმა ტვ ფორმულაზე

ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლის კიდევ ერთი შემთხვევა

ვახო სანაიას დაკავების შესახებ

MAC-ონლაინ მედიებისგან საგრანტო ხელშეკრულების დეტალების მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია

ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელ ონლაინ მედიას საგრანტო ხელშეკრულების დეტალების გაგზავნას სთხოვს