განცხადება “TV პირველის” წარმომადგენლებისთვის ხელშეშლების შესახებ

24 ივნისი 2022

დღეს, 2022 წლის 24 ივნისს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს თავს დაესხნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ გადამღებ ჯგუფს აგრესიული პირები ხელს უშლიან ჟურნალისტურ საქმიანობაში. 

გუშინ, 2022 წლის 23 ივნისს  “TV პირველის” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის მხრიდან დისკრიმინაციის და აგრესიული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა საჯარო შეხვედრისას მის მიმართ არაერთხელ გამოიყენა არაკორექტული ლექსიკა, ისევე როგორც შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი, ასევე დისკრიმინაციული ფრაზები.

  • კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დოლიძის ქუჩაზე  “TV პირველის”  გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე.
  • კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ეთიკის საბჭოს ფარგლებში შეისწავლოს პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ.

ამ თემაზე

ადამიანის უფლებების დარღვევები პროევროპულ დემონსტრაციებზე

Human Rights Watch ანგარიში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს

კოალიცია გმობს თავდასხმას ჟურნალისტსა და აქტივისტზე ელისო ჯანაშიაზე

ელისო ჯანაშიას განცხადებით, თავდასხმა პირდაპირ უკავშირდება მის კრიტიკულ პოზიციას "ქართული ოცნების" მიმართ.

როგორ გახდა მედია ძალადობის სამიზნე

სპეცრაზმის და კრიმინალური ჯგუფების მიზანმიმართული ძალადობის შედეგად დაზარალებული ექვსი მედიის წარმომადგენლის ისტორია