ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის გამოხმაურება ონლაინმედიის პარლამენტში შესვლის აკრძალვაზე

27 ნოემბერი 2024

ნიუ იორკი, 27 ნოემბერი, 2024 – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაუქმდეს ონლაინ მედიის პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა, რომელიც 25 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების პირობებში იქნა შემოღებული.

„საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, ჟურნალისტთა პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვების დაწესება შემაშფოთებელია და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უფლებას, ინფორმირებული იყვნენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შესახებ,” – ამბობს გულნოზა საიდი, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი.

„საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს პარლამენტში მედიის შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს და უზრუნველყოს პრესის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა.”

პარლამენტის მიერ გამოცხადებული ღონისძიებების თანახმად, პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ აკრედიტებულ სამაუწყებლო ჟურნალისტებს აქვთ. ონლაინმედიის პარლამენტში შესვლა, სავარაუდოდ, განუსაზღვრელი ვადით აიკრძალა. რეგულაცია, ასევე, ზღუდავს ორ გადამღებ ჯგუფზე მეტის შესვლას თითო მაუწყებლიდან, რომელთაც საპარლამენტო სხდომების გაშუქება მხოლოდ საგანგებოდ გამოყოფილ სივრცეში შეუძლიათ, პირდაპირ ეთერში გადაცემის გარეშე.

წაიკითხეთ განცხადების ორიგინალი.

ამ თემაზე

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

“მთავარი არხი”-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენები კრიტიკული მედიის შეზღუდვის ტენდენციაა

27 იანვარს ტელეკომპანია "მთავარი არხის" განცხადებით, ტელევიზიას შეუწყდა სატელიტური მაუწყებლობა საქართველოს რეგიონებსა და საზღვარგარეთ. ამასთან, იზღუდება მაუწყებლობა საკაბელო ოპერატორების მეშვეობით, რაც პირდაპირ აისახება საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე.

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა