საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

14 ოქტომბერი 2024

კვლევებისა და გაცვლის საერთაშორისო საბჭო (IREX) ყოველწლიურად აქვეყნებს ბარომეტრს Vibrant Information Barometer, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით. 

2023 წლის ბარომეტრით, საქართველოში ინფორმაციის სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელი 40 ქულიან შკალაზე 13 ქულით არის შეფასებული. მინიჭებული ქულა აჩვენებს, რომ ხარისხიანი ინფორმაცია საქართველოში სრულად ხელმისაწვდომი არ არის დეზინფორმაციული ინფორმაციისა და სიძულვილის ენით გაჯერებული საინფორმაციო გარემოს გამო. ეს გავლენას ახდენს საჯარო დისკურსზე და მოსახლეობის შესაძლებლობაზე, ამოიცნოს დეზინფორმაცია. კვლავ დაბალი რჩება მედიაწიგნიერების დონე სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით ძალისხმევის ნაკლებობის გამო. 

კვლევაში საუბარია 2023 წელს საქართველოს მედიაგარემოში არსებულ ძირითად მოვლენებზე: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მთავრობის მცდელობა მიეღო “უცხოელი აგენტების” კანონი და ხელისუფლებისა და პროსამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული მანიპულაციური ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი. დადებით მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება და “უცხოელი აგენტების” კანონპროექტის ჩავარდნა მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად.

წლის განმავლობაში ხელისუფლება აკავებდა აქტივისტებს და ცილს სწამებდა მათ დამფინანსებლებს. ოფიციალური პირები იყენებდნენ SLAPP-ს კრიტიკული ჟურნალისტების დასაშინებლად და ცენზურისთვის. მთავრობა ასევე მიმართავდა შავ პიარს და მოთხოვნებს გაშუქების შეწყვეტაზე დამოუკიდებელი მედიის ზეწოლისთვის. პარლამენტმა გააუქმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, რაც საფრთხეს უქმნის მედიის დამოუკიდებლობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე. 

ამ თემაზე

ᲡᲐᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲝ ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲔᲘ ᲬᲧᲕᲘᲚᲘᲡ ᲤᲝᲢᲝ AI ᲒᲔᲜᲔᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲐ

The photo of a gay couple spread by pro-government media was generated by using artificial intelligence

ᲘᲛᲔᲓᲘᲡ ᲓᲔᲖᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ, ᲗᲘᲗᲥᲝᲡ ᲐᲥᲪᲘᲐᲖᲔ ᲨᲔᲘᲐᲠᲐᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲔᲛᲝᲜᲡᲢᲠᲐᲜᲢᲘ ᲘᲧᲝ

სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე იმედმა ამავე ღამის საპროტესტო აქციიდან გაავრცელა ფოტო, რომელზეც თითქოს შეიარაღებული დემონსტრანტი იყო ასახული.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის გამოხმაურება ონლაინმედიის პარლამენტში შესვლის აკრძალვაზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაუქმდეს ონლაინ მედიის პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა