ჯალათები ნიღბის გარეშე

07 დეკემბერი 2024

“ტვ პირველის” საგამოძიებო რეპორტაჟი ააშკარავებს იმ ომონის ხელმძღვანელების ვინაობას, რომლებიც პროევროპული აქციების ძალადობრივი დაშლისა და დემონსტრანტთა წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გამოყენების ბრძანებებს გასცემდნენ.

“ტვ პირველმა”, კამერისგან მათი თავის არიდების მიუხედავად, მოახერხა როგორც მათი, ისე დაქვემდებარებული დანაყოფების იდენტიფიცირება, რაც მოქალაქეებზე ძალადობის ორგანიზატორთა გამოვლენას ემსახურება.

სიუჟეტის “მელაძის შაბათი” ეთერში გასვლის დღეს, რეპორტაჟის ავტორი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული აქციის გაშუქებისას პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, ნიღბიანი პირები და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟი

ამ თემაზე

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაჯარიმება, “მონიტორის” და “პუბლიკას” აკრედიტაციების გაუქმება მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გაგრძელებაა 

ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

"ქართული ოცნება" მედიაზე ზეწოლას აგრძელებს

ანგარიში პრესის თავისუფლების შესახებ

ანგარიშში საქართველო პრესის რეპრესიის  „ცხელ წერტილად“ არის დასახელებული.