განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით

22 ივლისი 2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მიღებულ რეპრესიულ გადაწყვეტილებას. 

22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობია შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იმავე მიზეზით ჟურნალისტის 6 000 ლარით დაჯარიმება. 

“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სასამართლო, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, აქტიურად გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარი პროფესიული საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის გამო რეპრესიული მექანიზმების სამიზნე ხდება.

ამ თემაზე

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაჯარიმება, “მონიტორის” და “პუბლიკას” აკრედიტაციების გაუქმება მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გაგრძელებაა 

ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

"ქართული ოცნება" მედიაზე ზეწოლას აგრძელებს