“ტელეკომპანია პირველის” სასამართლო სხდომებზე დასწრების შეფერხებასთან დაკავშირებით

23 ივლისი 2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება “ტელეკომპანია პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასამართლო პროცესებზე განაცხადის სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებით. 

“ტელეკომპანია პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ ტელევიზიის განცხადებებს სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით სისტემა არ იღებს და მედიის წარმომადგენლებს სხდომებზე არც მოსამართლე  უშვებს. მელაძის განცხადებით, ამ დრომდე, განმარტება არ გაკეთებულა და არც ალტერნატიული მექანიზმების შემოთავაზება მომხდარა განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით. 

მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში გულისხმობს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის, ჟურნალისტების სასამართლო სხდომებზე დასწრებასა და პროცესის გაშუქებას. 

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას რთულ პირობებში უწევს მუშაობა. სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა დამატებით პრობლემას უქმნის მედიას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლებმა პირებმა დაუყოვნებლივ გამოასწორონ არსებული ხარვეზი, უზრუნველყონ მედიების სხდომებზე დასწრება და განმარტონ პრობლემების გამომწვევი მიზეზები. 

ფოტო: ტაბულა

ამ თემაზე

#თავისუფლებამზიას- პრესის თავისუფლების ინსტიტუტი

IPI-ის გლობალური ქსელი მოითხოვს ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც 11 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ლია ჩახუნაშვილი მზია ამაღლობელის შესახებ

ხატია ჯინჯიხაძე მზია ამაღლობელის შესახებ