კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოში კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტის უფლების შეზღუდვას

19 ნოემბერი 2021

გუშინ, 2021 წლის 18 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია [1] რომ  უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტის განცხადებით,  მას საზღვრის კვეთისათვის საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა და მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ მასალების მომზადებას გეგმავდა. მნიშვნელოვანია, რომ მესაზღვრეებს უარის მიზეზები არ განუმარტავთ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინელ ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. 27 ოქტომბერს [2] ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ჟურნალისტების გადაადგილების თავისუფლებას და უკრაინელი ჟურნალისტების  უფლებას შეასრულონ  თავიანთი პროფესიული მოვალეობა საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს დროულად გააკეთდეს სათანადო განმარტებები საქართველოს საზღვარზე   ჟურნალისტების შეფერხებასთან დაკავშირებით. 

ამ თემაზე

მადლობა დამოუკიდებელ მედიას 2025 წლისთვის!

მადლობა დამოუკიდებელ მედიას 2025 წლისთვის

მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია მიენიჭა

ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო

“ქარტიის პრიზი 2025” მედიის ადვოკატირების კოალიციამ მზია ამაღლობელს გადაეცა

პრიზი სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის