კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება

18 მარტი 2022

დღეს, 2022 წლის 18 მარტს ცნობილი გახდა, [1] რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ზუგდიდის კორესპონდენტს ემა გოგოხიას და მის ოპერატორს ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან თავს უცნობი პირები დაესხნენ. გოგოხიას თქმით, ფიზიკურად იძალადეს მასზე და ასევე, სცემეს ოპერატორს. დამტვრეულია აპარატურაც.

ცნობილია, [2] რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. მაუწყებლის ინფორმაციით, [3] „რამდენიმე მოძალადე პოლიციამ უკვე დააკავა“.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მედიისთვის შექმნილი მტრული გარემოს შედეგია და წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით.

კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. 

ფოტო: ონლაინგამოცემა “პუბლიკა”

ამ თემაზე

კოალიციის განცხადება კომუნიკაციის კომისიის მუქარაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ

კომუნიკაციის კომისია "ქართული ოცნების" რიტორიკას იმეორებს

ანგარიში პრესის თავისუფლების შესახებ

ანგარიშში საქართველო პრესის რეპრესიის  „ცხელ წერტილად“ არის დასახელებული.

სანქცირებული კახა ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა

კახა ბექაურის 12-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა კომუნიკაციების კომისიაში