კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება

12 აპრილი 2021

დღეს, 09 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლებზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების შესახებ .

ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობაა.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოხდეს სწრაფი რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერისათვის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამ თემაზე

ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

"ქართული ოცნება" მედიაზე ზეწოლას აგრძელებს

კოალიციის განცხადება კომუნიკაციის კომისიის მუქარაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ

კომუნიკაციის კომისია "ქართული ოცნების" რიტორიკას იმეორებს

ანგარიში პრესის თავისუფლების შესახებ

ანგარიშში საქართველო პრესის რეპრესიის  „ცხელ წერტილად“ არის დასახელებული.