მედია საფრთხეშია – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

24 აგვისტო 2021

2021 წლის 27 ივლისს, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინიციატივით  მედიის უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ როგორც ჟურნალისტები და მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საერთო ღონისძიების მთავარი მიზანი მედიის დაცვა და ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება იყო.

ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ საქართველოში ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას საფრთხე ყოველდღიურად ემუქრება. 

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის”  მზადაა გააგრძელოს კომუნიკაცია ყველა მედიასაშუალების ხელმძღვანელთან ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაცვის საკითხების გასაძლიერებლად.

ამ თემაზე

განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით

სოციალურ ქსელში პოსტის გამო ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომუნიკაციების კომისია – ცენზურის სადარაჯოზე

ტვ ფორმულას დაჯარიმების შესახებ

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება