მედიის ადვოკატირების კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტებს ეხმიანება

02 თებერვალი 2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს რომ საზოგადოებრივ მაუწყებლებში გრძელდება თანამშრომელთა დისკრიმინაციის და დევნის პრაქტიკა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს ქმნის. 

2022 წლის 29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტები — იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი.  მიმდინარე წლის თებერვალში მათ თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ცენზურის მცდელობებს ჰქონდა ადგილი, მაუწყებელში სარედაქციო გადაწყვეტილებები ე.წ. Შავი სიების მიხედვით ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ ცენზურის მცდელობებზე საუბრობს გადაცემის კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზად „საჯარო სივრცეში გავრცელებული დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებებით, მაუწყებლის სარედაქციო გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობის და მიუკერძებლობის ეჭქვეშ დაყენებით“ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანის მიყენებას“ ასახელებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული სამივე თანამშრომლის ინტერსებს მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს. 

2022 წლის 28 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლდა გადაცემა „უცხო სუნელის“ წამყვანი ალექსანდრე თხილაიშვილი. 


შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ოფიციალური მიზეზები და თანმდევი პროცესები, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მხრიდან ფასდება როგორც „ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრთა“ პიროვნული დევნის გაგრძელება.

ამ თემაზე

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული პროცესები და საკანონმდებლო ცვლილებები მაუწყებელზე ხელისუფლების მზარდ გავლენაზე მიუთითებს.

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით

მედიის ადვოკატირების კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის ცვლილებებს აკრიტიკებს