მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად

10 ივნისი 2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღების ფაქტს. 

როცა ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ეფექტურად გამოიყენოს დარჩენილი დრო, რომ გაზარდოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსი. 

მომავალი ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ყველა შტოსთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით:  

  1. დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამისათვის გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი ან სხვა სამართლებრივი გზები;
  2. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეწყვიტონ თავდასხმები და ბოიკოტის რეჟიმი კრიტიკული მედიის მიმართ. 
  3. დაჩქარდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შემთხვევების გამოძიება,  მათ შორის , 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ფაქტების სრულფასოვანი შესწავლის და ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის პროცესი; 
  4. ევროკავშირის პრაქტიკის მსგავსად, საქართველოში აიკრძალოს რუსული ტელეარხების ტრანზიტი;
  5. საჯარო სამსახურებმა ჯეროვნად აღასრულონ საჯარო ინფორმაციის გაცემასთანად დაკავშირებით კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებები.

ამ თემაზე

ადამიანის უფლებების დარღვევები პროევროპულ დემონსტრაციებზე

Human Rights Watch ანგარიში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებს

კოალიცია გმობს თავდასხმას ჟურნალისტსა და აქტივისტზე ელისო ჯანაშიაზე

ელისო ჯანაშიას განცხადებით, თავდასხმა პირდაპირ უკავშირდება მის კრიტიკულ პოზიციას "ქართული ოცნების" მიმართ.

როგორ გახდა მედია ძალადობის სამიზნე

სპეცრაზმის და კრიმინალური ჯგუფების მიზანმიმართული ძალადობის შედეგად დაზარალებული ექვსი მედიის წარმომადგენლის ისტორია