ქარელში მომხდარი შემთხვევა მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგია

16 სექტემბერი 2021

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “მთავარი არხის” ოპერატორის ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას გმობს. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში აბლოთიამ მენჯ-ბარძაყისა და ნეკნის მოტეხილობა მიიღო და  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე, გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

მიგვაჩნია, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც  გამოძიების პროცესში  გასათვალისწინებელი  გარემოებაა. 

კოალიცია ქარელში მომხდარ შემთხვევას მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს. მივმართავთ “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ასევე, მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში  უკანონო ხელშეშლა.

ამ თემაზე

კოალიციის განცხადება კომუნიკაციის კომისიის მუქარაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ

კომუნიკაციის კომისია "ქართული ოცნების" რიტორიკას იმეორებს

ანგარიში პრესის თავისუფლების შესახებ

ანგარიშში საქართველო პრესის რეპრესიის  „ცხელ წერტილად“ არის დასახელებული.

სანქცირებული კახა ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა

კახა ბექაურის 12-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა კომუნიკაციების კომისიაში