რა გზით შეუძლია USAID-ს მედიას მომავალშიც დაეხმაროს

22 ივლისი 2021

2021 წლის 21 ივლისს USAID-ის დირექტორი პიტერ ვიბლერი შეხვდა ჟურნალისტებს და მედიის მხარდამჭერებს.


შეხვედრაში მონაწილეობდნენ კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან, მედიის განვითარების ფონდიდან, ღია საზოგადოების ფონდიდან,  ასევე რადიო თავისუფლებიდან  და IREX-იდან.   


შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს საქართველოს მედია სექტორი დგას; იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ გამოწვევებს უპასუხოს პროგრამებმა და ინიციატივებმა ადვოკატირების მიმართულებით, და რა გზით შეუძლია USAID-ს მედიას მომავალშიც დაეხმაროს.


USAID აპირებს, განაგრძოს მედიის მხარდაჭერა, რათა საზოგადოება საქართველოში იყოს უფრო ძლიერი და დემოკრატიული, ხალხმა კი უკეთეს პირობებში იცხოვროს.

ამ თემაზე

EFCSN მხარდაჭერა წევრ ორგანიზაციებს

განცხადება- მედიის შევიწროებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

„ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული და განხორციელებული ანტიდემოკრატიული ღონისძიებები ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებისკენ არის მიმართული.

ივანიშვილი რუსული კანონების ამოქმედებას პუტინისა და ლუკაშენკას სცენარით იწყებს