სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები

11 მაისი 2022

გუშინ, 2022 წლის 10 მაისს “ტელეკომპანია პირველის” წამყვანმა ვიკა ბუკიამ გაავრცელა მიმოწერა, რომლის შინაარსის მიხედვით, “TV პირველის” წამყვანებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მუქარა კავშირშია ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობასთან.  

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას  უკავშირდება. 

ჟურნალისტებსა და სხვა მედია აქტორებზე თავდასხმასა და მათ დაშინებას გარდაუვალი მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ეფექტი კიდევ უფრო მძაფრია, თუ თავდასხმებისა და დაშინების ფაქტებს თან ახლავს დამნაშავეთა დაუსჯელობა.  აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტური გამოძიებით დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები.

ამ თემაზე

ჟურნალისტების დაკავება და თავდასხმა ტვ ფორმულაზე

ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლის კიდევ ერთი შემთხვევა

ვახო სანაიას დაკავების შესახებ

MAC-ონლაინ მედიებისგან საგრანტო ხელშეკრულების დეტალების მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია

ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელ ონლაინ მედიას საგრანტო ხელშეკრულების დეტალების გაგზავნას სთხოვს