საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთის შესახებ

20 მაისი 2022

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და „მთავარი არხის” გუნდს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება და ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ, რათა შეწყვიტონ ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად გაშუქება, არ შეასრულონ ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია და უარი თქვან ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტების საზოგადოებამდე მიტანაზე. კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს. ვფიქრობთ, მსგავსმა პროცესებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. ხელმომწერი ორგანიზაციები (განახლებადი სია): საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ლიბერალური აკადემია თბილისი

მედიაკლუბი მედიის განვითარების ფონდი MDF Media Development მედიის უფლებები Georgian Alliance of Regional Broadcasters / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი სატელევიზიო ქსელი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative GRMA რეგიონული მედიის ასოციაცია საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია Rights Georgia / უფლებები საქართველო ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) სასამართლოს გუშაგი . Georgian Court Watch მწვანე ალტერნატივა Gmc • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი(GMC) PEN Georgia – საქართველოს პენცენტრი ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) საზოგადოება და ბანკები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი Europe Foundation • ევროპის ფონდი ცენტრი ემპათია – Rct Empathy მწვანე სექტორი / Green sector თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი/Independent Journalists’ House Democracy Research Institute – DRI / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center საფარი/Sapari საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი GRRN EuroClub Kvareli • ყვარლის ევროკლუბი საქართველოს ატლანტიკური საბჭო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი – Centers for Civic Engagment (NCCE) საზოგადოება ბათომი დემოკრატიის მცველები • Democracy Defenders სირცხვილია • Shame Movement

ამ თემაზე

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის შეჩერება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას.

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დევნასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას

კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

უკანონო ქმედებები მედიის მიმართ საგანგაშოა