28 სექტემბერს, მსოფლიო ახალი ამბების დღეს ქუთაისის ცენტრში თავისუფალი მედიის მხარდამჭერი სტენსილი გამოჩნდა- ჟურნალისტი კუ, რომელიც მიზანმიმართულად და აუჩქარებლად მიჰყვება კორუფციის კვალს და წყაროს დასადგენად მიდის. მოგვიანებით, ხელოვანის გზავნილი გამოჩნდა ბათუმში და რუსთავშიც. ბათუმში სიმართლის მაუწყებელ ზღარბებს შეხვდებით, რუსთავში კი – გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს, რომელსაც, პირაკრულსაც კი, მაინც შეუძლია სიმართლის თქმა ტრანსპარანტით “მეფე შიშველია”.
სტენსილებისთვის ცხოველების პერსონაჟების შერჩევით გაგოშამ ალეგორიულად გადმოსცა მედიის როლი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში და მედიის შეზღუდვის მცდელობა, რაც დღეს რეალობაა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება.
ხელოვანმა გაგოშამ ცხოველების ალეგორიული სახეებით ასახა მედიის როლი და მისი შეზღუდვის მცდელობები დღევანდელ რეალობაში. ეს მედიის ადვოკატირების კოალიციისა და გაგოშას ერთობლივი კამპანიაა, რომელმაც ქუჩის ხელოვნებიდან სოციალურ მედიამდე გაიკვალა გზა #აირჩიესიმართლე ჰეშთეგით – რაც მსოფლიო ახალი ამბების დღის საერთაშორისო სლოგანს ეხმიანება.
კამპანიის მთავარი გზავნილია: თავისუფალი მედია ხალხის ხმაა – ის, ვინც საზოგადოების ინტერესებს იცავს, ხალხის სატკივარს აშუქებს და დაბრკოლებების მიუხედავად, სიმართლეს ამბობს.