ვახტანგ აბაშიძე – რეპრესიული სისტემის ერთგული წევრი

24 აპრილი 2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება კომუნიკაციების კომისიაში ვახტანგ აბაშიძის უფლებამოსილების ამოწურვას, რომლის მრავალწლიანი პროფესიული გზა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში მედიის თავისუფლების სისტემურ გაუარესებასა და შეზღუდვასთან.

ვახტანგ აბაშიძე კომისიაში ხელმძღვანელ და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა. იგი კომისიის თავმჯდომარე იყო ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას 2000-2004 წლებში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, 2014-2017 წლებში, იყო თავმჯდომარე, ხოლო 2017 წლიდან კომისიის წევრი. ამ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მიუხედავად შედარებით მშვიდი, არაკონფლიქტური ტონისა, აბაშიძე მუდმივად იყო იმ გადაწყვეტილებების თანამონაწილე, რომელთა შედეგადაც დამოუკიდებელი მედიის ოპერირების გარემო მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

კომუნიკაციების კომისია კონსტიტუციური და კოლეგიური ორგანოა. კომისიის საქმიანობის კრიტიკული შეფასება დაკავშირებულია მის შერჩევით რეგულირებასთან, კრიტიკული მაუწყებლების დაუსაბუთებელ სანქცირებასთან და სარედაქციო შინაარსში ჩარევასთან. ვახტანგ აბაშიძე კი ამ პროცესების არა პასიური დამკვირვებელი, არამედ მათი თანმიმდევრული მხარდამჭერი იყო.

ვახტანგ აბაშიძის რეპრესიული პოლიტიკის მიმართ ლოიალობა მკაფიოდ იკვეთებოდა კახა ბექაურის თავმჯდომარეობის პერიოდში, როდესაც კომისია გამოიყენებოდა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. პროევროპული აქციების შემდეგ ბექაური საერთაშორისო სანქციების ქვეშაც მოექცა დამოუკიდებელი მედიის წინაამდეგ რეპრესიული პოლიტიკის მხარდაჭერის გამო. ეს ლოიალობა არ შეცვლილა არც ახალი ხელმძღვანელობის პირობებში – 2026 წლიდან კომისიის ახალ თავმჯდომარედ არჩეული გოგა გულორდავა, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებული ფიგურაა, აგრძელებს იმავე ინსტიტუციურ ხაზს. აბაშიძე კი, რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მხარდაჭერის გამო ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ანი ვაზაგაშვილმა შეცვალა.

ვახტანგ აბაშიძის საქმიანობა კომუნიკაციების კომისიაში რჩება რეპრესიული სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეუ grandma 20 partyთული ოცნების“ ინტერესებს და ზღუდავდა მედიის თავისუფლებას საქართველოში.

ამ თემაზე

კოალიციის განცხადება კომუნიკაციის კომისიის მუქარაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ

კომუნიკაციის კომისია "ქართული ოცნების" რიტორიკას იმეორებს

სანქცირებული კახა ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა

კახა ბექაურის 12-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა კომუნიკაციების კომისიაში

MFRR: „საქართველო კვლავ უახლოვდებოდა სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებას“

ანგარიში მედიის მდგომარეობის შესახებ საქართველოში