Amnesty International-ის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხის შესახებ

29 მარტი 2023

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 156 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია შეფასებული, მათ შორის საქართველოში არსებული მედია მდგომარეობაც. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში 2022 წლისათვის,  სიტყვის თავისუფლება კიდევ მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ხშირია საჯარო მოხელეების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შელახვის ფაქტები, ჟურნალისტთა მიმართ ძალადობა.

ყურადსაღებია ასევე ნიკა გვარამიას საქმე. Amnesty International-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ: “მაისში მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას 42 თვით პატიმრობა მიუსაჯეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დაუსაბუთებელი ბრალდებით. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.”

ამ თემაზე

EFCSN მხარდაჭერა წევრ ორგანიზაციებს

განცხადება- მედიის შევიწროებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

„ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული და განხორციელებული ანტიდემოკრატიული ღონისძიებები ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებისკენ არის მიმართული.

ივანიშვილი რუსული კანონების ამოქმედებას პუტინისა და ლუკაშენკას სცენარით იწყებს