ჟურნალისტის დღიური

02 სექტემბერი 2024

სად არის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ცენზურას შორის? როგორ უნდა იარსებოს დამოუკიდებელმა მედიამ? რატომ არის მნიშვნელოვანი ჟურნალისტური წყაროს დაცვა? ამ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემით, კამპანიამ “ჟურნალისტის დღიური” პროფესიონალი მედია და ახალგაზრდა აუდიტორია დააკავშირა.

კამპანიის უნიკალურობას განაპირობებს ახალგაზრდებში პოპულარული ინფლუენსერების მონაწილეობა. თითოეული მათგანი განიხილავს სხვადასხვა თემას – დამოუკიდებელი მედიის დაფინანსებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის როლის მნიშვნელობამდე.

სტუდია “სამკუთხედისა” და პროექტ 64-ის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილმა კონტენტმა TikTok-სა და Instagram-ზე მილიონამდე მომხმარებელს მიაწვდინა ხმა მედიის მნიშვნელობის შესახებ. “ჟურნალისტის დღიურმა” აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობა მზადაა სიღრმისეული დიალოგისთვის – საჭიროა მხოლოდ მათ ენაზე საუბარი და მათთვის ნაცნობ სივრცეში შეხვედრა. 

კამპანია განახორციელა სტუდია “სამკუთხედმა”, MAC მხარდაჭერით.

ამ თემაზე

კომუნიკაციების კომისია – ცენზურის სადარაჯოზე

ტვ ფორმულას დაჯარიმების შესახებ

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება

კომუნიკაციის კომისია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ პოლიტიკას აძლიერებს