ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტების მიმართ გრძელდება

24 აპრილი 2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტზე, ია სართანიაზე, თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. შემთხვევა, 22  აპრილს, მეტროში მოხდა.

ია სართანიას ცნობით, უცნობი მამაკაცი ჟურნალისტს ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ჟურნალისტის განცხადებით, მას  “ფორმულას” ლოგოიანი ჩანთა ეჭირა და “თავდამსხმელმა იცოდა, ვის უპირისპირდებოდა”. სართანიას ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

ჟურნალისტებზე თავდასხმა განსაკუთრებით გახშირდა ბოლო წლებში, რასაც მეტად ახალისებს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის დისკრედიტების მცდელობა და კომენტარები, რომელიც  თავისუფალი მედიის საზოგადოების მტრად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიული საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს ჟურნალისტზე თავდასხმის შემთხვევა და უზრუნველყოს დამნაშავე პირის კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა.


ფოტო: ტაბულა

ამ თემაზე

პრესის თავისუფლების ჯგუფების სოლიდარობა საქართველოს ჟურნალისტებსა და მედიას

„სწრაფი რეაგირება მედიის  თავისუფლებისთვის“ (MFRR) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლებიც ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ.

Amnesty International: მომიტინგეებისა და ჟურნალისტების სასტიკი დარბევა საქართველოში

ანგარიში, რომელიც ეფუძნება პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებებს, უფლებადამცველთა მონაცემებს და ვიდეო მტკიცებულებებს, წარმოაჩენს მასშტაბურ ადამიანის უფლებათა დარღვევებს.

ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ

კატეგორიულად ვგმობთ ჟურნალისტებზე მიზანმიმართულ და სასტიკ თავდასხმებს სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მხრიდან, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას