კანონმდებლობაში ახალი ცნების ე.წ. „უარყოფითი დამოკიდებულების” შემოტანა საგანგაშოა

20 ოქტომბერი 2021

13 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი,რომელიც საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური სუბიექტის მიმართ უარყოფითიდამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო დასარეკლამო მასალის გავრცელების აკრძალვასითვალისწინებს, ეწინააღმდეგება  საქართველოსკანონმდებლობით დადგენილ გამოხატვისთავისუფლების მაღალ სტანდარტს, არ არის განჭვრეტადი და არ ემსახურება საარჩევნო გარემოსგაუმჯობესებას.

მმართველი პარტიის წევრების მიერ წარდგენილი კანონპროექტი საქართველოს საარჩევნოკოდექსსა და„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში რიგი ცვლილებების შეტანასითვალისწინებს. მათ შორის, იკრძალება სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის და სააგიტაციომასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო კანდიდატის მიმართუარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. კანონპროექტით, ასევე, დგინდება, რომწინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით დარეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგითნომერსა და სიმბოლიკას.

აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მაუწყებელს, ისეწინასაარჩევნორეკლამის დამკვეთს. სააგიტაციო მასალის მოთხოვნის დარღვევით გავრცელებაკი იწვევს გამავრცელებლისა დაგავრცელების დამკვეთის დაჯარიმებას, თითოეულის – 2000 ლარით. კომპეტენციის ფარგლებში ჯარიმის დაკისრებაზე პასუხისმგებელია ცესკო დაკომუნიკაციების   კომისია.

წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვისარსებულსტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს და მათ წევრებს ჰქონდეთ უფლება,მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ და საჯარო დებატებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიციაშესაძლოა არ ემთხვეოდესხელისუფლების პოლიტიკას ან იყოს არაპოპულარული ანშეურაცხმყოფელი რომელიმე ჯგუფისთვის.

ვენეციის კომისიის განმარტებით, პოლიტიკური კამპანიის კონტექსტში, არ შეიძლებასახელმწიფომ მიიღოსისეთი კანონი, რომელიც სხვების უფლებების ან რეპუტაციის დაცვისმიზნით ზღუდავს პოლიტიკური სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას. აგრეთვე, ისეთიტერმინები, როგორიცაა მაგალითად “კანდიდატის პატივისა დაღირსების შელახვა”, ვენეციისკომისიამ მიიჩნია ფართო და ზოგად ფორმულირებად, რომელიც შეიცავს გამოხატვისთავისუფლების მომეტებული და არათანაზომიერი შეზღუდვის რისკებს. ასეთმა ფართოგანმარტებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტენსიური პოლიტიკური კამპანიის შეფერხება, რაცგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების სათანადოდ და საერთაშორისოსტანდარტების შესაბამისად წარმართვისთვის გარდა ამისა, ევროპულ სტანდარტებსეწინააღმდეგება ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს სააგიტაციო მასალებშიკანდიდატების შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიებას.

რაც შეეხება ინიცირებული ცვლილებებით მედიის თავისუფლების შეზღუდვას, გაერთიანებულიერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელი განმარტავს,  რომ მედია არ უნდა იყოსსამართლებრივად პასუხისმგებელი კანონთან შეუსაბამო ისეთი განცხადებისთვის, რომელიცგაკეთებულია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ეს მიდგომა ხაზს უსვამს საზოგადოებისუფლებასაც, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რაზეც პოლიტიკოსები აპელირებენ. მსგავსიპოზიცია აქვს ვენეციის კომისიასაც. მისი განმარტებით, სანქცია მიმართული უნდა იყოს უშუალოდდამრღვევი პირის მიმართ და გამორიცხავდეს მედიის პასუხისმგებლობას. მედიასაშუალებებისდასჯა მსგავსი გამონათქვამებისთვის, ქმნის იმის რისკს, რომ მაუწყებელი თვით-ცენზორი გახდეს, რაც სრულად მიუღებელია საერთაშორისო სამართლისთვის. ყოველი ზემოთქმულიდანგამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებები, მიუხედავად გაცხადებული მიზნებისა, ზღუდავსსაქართველოს კონსტიტუციით დაცულ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, ასევე,არაპროპორციულად ერევა მედიის საქმიანობაში, აკისრებს რა მაუწყებლებს პასუხისმგებლობასპოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით საგანგაშოა კანონმდებლობაში ახალი ცნების ე.წ. „უარყოფითიდამოკიდებულების” შემოტანა, რომელიც არ არის ნათელი და განჭვრეტადი, შეიცავს ზოგად,ორაზროვან და ბუნდოვან ფორმულირებას, რაც ქმნის ტერმინის პოლიტიკური კონტექსტისმიხედვით განმარტებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაკონსტიტუციურიჩარევის რისკს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციით დადგენილია აგიტაციისგანმარტება,  რომლის  მიხედვითაც, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდებასაარჩევნო სუბიექტის/საარჩევნოსუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, Აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას.ამდენად, საარჩევნო კოდექსით დაცულია საარჩევნოს უბიექტის საწინააღმდეგო აგიტაციაც. მიგვაჩნია, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული მიდგომა, რომელიციცავს საარჩევნოსუბიექტის საწინააღმდეგო აგიტაციას, განსხვავებით შემოთავაზებული სიახლისგან, შეესაბამებაადამიანის უფლებათა სტანდარტებს.

ამასთან, ცვლილებებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის შემოთავაზებულიამკაცრი სანქცია ფულადი ჯარიმის სახით, რამაც, შესაძლოა, დამატებითი საფრთხე შექმნასკრიტიკული პოლიტიკური აქტივობისათვის, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ სანქციის თავიდანარიდების მიზნით ზოგიერთმა მაუწყებელმა უარი უთხრას პოლიტიკურ პარტიას რეკლამისგანთავსებაზე.

ამდენად, გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ საკითხებთანდაკავშირებით ფართოდ არისდაცული. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთშესაძლებლობა, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, მათ შორის, გააკრიტიკონ ოპონენტი, პოლიტიკური რეკლამისმეშვეობით, რომელიც საარჩევნო კოდექსისთანახმად, შესაძლოა, საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელისშეწყობას ან ხელის შეშლასისახავდეს მიზნად.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს დადაუყოვნებლივგაიწვიოს სადავო დოკუმენტი. წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურებაქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და პოლარიზაციის შემცირებას, აგრეთვე, ისზღუდავს პოლიტიკური გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნისდემოკრატიულ განვითარებას.

ამ თემაზე

მედიის სამუშაო პირობები არჩევნების გაშუქებისას

მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა.

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.