კოალიცია ეხმიანება “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს

26 აგვისტო 2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს პროფესიული საქმინობის შესრულებისას “მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე  თავდასხმის ფაქტს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრიტიკული მედიის ჟურნალისტები ძალადობისა თუ მუქარის ობიექტი გახდნენ.

მთავარი არხის ინფორმაციით მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და ოპერატორს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა მედიის წარმომადგენლებს კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ნებისმიერი თავდასხმა ჟურნალისტებზე არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე. აღნიშნული ძალადობა კი აშკარა მცდელობაა დააშინონ და გააჩუმონ მედიის წარმომადგენლები.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფოდ გამოიძიოს ემა გოგოხიასა და ოპერატორზე თავდასხმისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტი. ხელისუფლებამ უნდა  გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ჟურნალისტების დასაცავად და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოდ და თავისუფლად მუშაობა.

ამ თემაზე

#თავისუფლებამზიას- პრესის თავისუფლების ინსტიტუტი

IPI-ის გლობალური ქსელი მოითხოვს ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც 11 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ლია ჩახუნაშვილი მზია ამაღლობელის შესახებ

ხატია ჯინჯიხაძე მზია ამაღლობელის შესახებ