კოალიცია ეხმიანება ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას

13 მაისი 2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად ვგმობთ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას.

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით პარლამენტმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუასთვის პუტინის გადაწყვეტილების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.  აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით თავად დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტი  მედიის წარმომადგენლებს დისკრიმინაციულიად აკრედიტაციას უჩერებს. საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად საჯაროობისა და ქვეყანაში პლურალიზმის უზრუნველყოფისა, ახორციელებს მედიის წინააღმდეგ სისტემურ სადამსჯელო ღონისძიებებს. 

ჟურნალისტების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის და მიუღებელია მათი შეზღუდვა საჯარო ინტერესის საკითხებზე გაშუქებისას.  მედიის როლი დემოკრატიაში არის სიმართლის გამოვლენა, მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება და ხელისუფლებაში მყოფთა საქმიანობის მონიტორინგი.  

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაუყოვნებლივ აღადგინოს ტელეკომპანია “ფორმულას”ჟურნალისტებისთვის აკრედიტაცია, გააუქმოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის შესახებ, სადაო მუხლები, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში.  

კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” პატივი სცეს და დაიცვას მედიის თავისუფლება, რომელიც  ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

ამ თემაზე

განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით

სოციალურ ქსელში პოსტის გამო ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომუნიკაციების კომისია – ცენზურის სადარაჯოზე

ტვ ფორმულას დაჯარიმების შესახებ

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება