კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” TV პირველის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს

02 ივლისი 2021

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებული გამოძიება სწრაფად და ეფექტურად წარმართოს.

დღეს, 2021 წლის 30 ივნისს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მედიის წარმომადგენლებს წალკაში თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მისცეს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

Სამწუხაროდ, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავს დანაშაულებზე მყისიერი რეაგირება არ მოუხდენია. Რაც ერთგვარად ახალისებს მედიის წინააღმდეგ არსებულ აგრესიას.

ამ თემაზე

ფეისბუქის პოსტის გამო ვახო სანაიას 30 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიას პატიმრობის შესახებ

დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური ზეწოლისა და დევნის შესახებ

მედიაგარემოს გაუარესება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და დამოუკიდებელი მედიის დევნა

კომუნიკაციის კომისია ცენზორის როლში