კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს

12 აპრილი 2021

დღეს, 05 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძის დაკავებისა და მისი იძულების წესით ქალაქ ქუთაისის მერიიდან გამოყვანის შესახებ . ქუთაისის მერიის შენობაში “ქუთაისი თუდეის” რედაქტორი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა – უგონო მდგომარეობაში მყოფ ჟურნალისტს ხელბორკილები დაადო და საპატრულო პოლიციაში გადაიყვანა.

ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, თუმცა უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები და მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.

ამ თემაზე

კომუნიკაციების კომისია – ცენზურის სადარაჯოზე

ტვ ფორმულას დაჯარიმების შესახებ

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება

კომუნიკაციის კომისია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ პოლიტიკას აძლიერებს