კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ნამოხვანში მიმდინარე პროცესს კიდევ ერთხელ ეხმაურება

30 მაისი 2021

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ნამოხვანში მიმდინარე პროცესს კიდევ ერთხელ ეხმაურება

დღეს, 2021 წლის 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს ნამახვანში წასვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევენ. პოლიციამ გუმათჰესთან მოწყობილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეაჩერა ყველა გადამღები ჯგუფი და მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. დღესვე პოლიციამ “რიონის მცველების” კარვები დაშალა, რაც მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდებას დაუკავშირა.

ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის მიზეზები.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინიტროს იმოქმედოს ნამოხვანში მიმდინარე პროცესების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით.

კრიზისულ სიტუაციაში გადამწყვეტად მიგვაჩნია, ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად ასახონ განვითარებული მოვლენები, საზოგადოებას კი შეუნარჩუნდეს უფლება მიიღოს სრული ინფორმაცია ნამოხვანში მიმდინარე პროცესებზე.

ამ თემაზე

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება

კომუნიკაციის კომისია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ პოლიტიკას აძლიერებს

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაჯარიმება, “მონიტორის” და “პუბლიკას” აკრედიტაციების გაუქმება მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გაგრძელებაა