კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” პარტნიორი ორგანიზაციები ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მივიჩნევთ

13 ივლისი 2021

გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 12 ივლისს “ქართული ოცნების” ოფისთან 12 პირი დააკავეს, მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და მას ამ დროს აპატიმრებენ. მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან.
ხელმომწერი ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიაკლუბი რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი მედიის განვითარების ფონდი მედიის უფლებები ღია საზოგადოების ფონდი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სატელევიზიო ქსელისაერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ამ თემაზე

კოალიციის განცხადება კომუნიკაციის კომისიის მუქარაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ

კომუნიკაციის კომისია "ქართული ოცნების" რიტორიკას იმეორებს

ანგარიში პრესის თავისუფლების შესახებ

ანგარიშში საქართველო პრესის რეპრესიის  „ცხელ წერტილად“ არის დასახელებული.

სანქცირებული კახა ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა

კახა ბექაურის 12-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა კომუნიკაციების კომისიაში