კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი

28 მარტი 2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი.

27 მარტს, ტელეკომპანია “პირველის” რეგიონულმა კორესპონდენტმა ნატო გოგელიამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შევიდნენ და ქონება დააზიანეს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტის სახლში უკანონოდ შეაღწიეს და მისი ნივთები დააზიანეს. ნატო გოგელიას განცხადებით, 2023 წელს ჩადენილ მსგავს დანაშაულებზე ხელისუფლებას დღემდე არ ჰქონია ეფექტიანი რეაგირება, რამაც, შესაძლოა, ბოლო დანაშაულის ჩადენაც წაახალისა.

ჟურნალისტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვასა და საზოგადოების ინფორმირებაში. მათი დაშინების ან ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ფუნდამენტურ პრინციპებზე.  ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების შესაძლებლობას, რომ მათ შიშისა და რეპრესიების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობები.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სამართალდამცველ ორგანოებს აღნიშნული და სხვა მსგავსი ინციდენტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს  ჟურნალისტების უსაფრთხოება.

ამ თემაზე

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის შეჩერება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას.

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დევნასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას

კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

უკანონო ქმედებები მედიის მიმართ საგანგაშოა