კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიცვას ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის პირადი უსაფრთხოება

19 ივლისი 2023

კოალიცია ეხმიანება “ტელეკომპანია პირველის” ყოფილი წამყვანის, ვასილ დაბრუნდაშვილის საჯარო განაცხადებას ჟურნალისტის  კუთვნილი ბინიდან პირადი დოკუმენტების დაკარგვის და მის მიმართ შესაძლო თვალთვალის თაობაზე.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი დღის შემდეგ გადაუგზავნა, ჟურნალისტი კი მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 19 ივლისს გამოიკითხა.

მედიის წინაშე არსებული გამოწვევების და მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, ხელისუფლება ვალდებულია ჰქონდეს მყისიერი რეაგირება ჟურნალისტების თვალთვალის და დაშინების ყველა მცდელობასთან დაკავშირებით. 

მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებობს დადასტურებული ფაქტები ჟურნალისტის პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ – ე.წ. სუსის ფაილების ჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ, უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეზე 2022 წლის 29 ივლისს თბილისის პროკურატურამ ვასილ დაბრუნდაშვილი დაზარალებულად ცნო.


მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიცვას ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის პირადი უსაფრთხოება. Საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიებით მიიღოს ყველა ზომა ჟურნალისტის დაცვისა და ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.

ამ თემაზე

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის შეჩერება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას.

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დევნასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას

კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

უკანონო ქმედებები მედიის მიმართ საგანგაშოა