კოალიცია პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება

22 ივნისი 2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით უსამართლოდ მსჯავრდადებული მედიის მენეჯერის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესის თავისუფლებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლების – გამოხატვის თავისუფლების – დასაცავად, და პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია ულოცავს პირადად ნიკა გვარამიას, მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს ნიკას გათავისუფლებას. დარწმუნებული ვართ, რომ ნიკა გვარამია მალე დაუბრუნდება მედიის სფეროს და განაგრძობს თავის პროფესიულ საქმიანობას.

ამ თემაზე

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის შეჩერება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას.

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დევნასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას

კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

უკანონო ქმედებები მედიის მიმართ საგანგაშოა