კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვიის ფაქტებს ეხმიენება

28 თებერვალი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს დამოუკიდებელი მედიის „აჭარა თაიმსის”  რედაქტორის სულხან მესხიძისა და TOK-TV-ის ჟურნალისტებს  მიხეილ დარბაიძეს და ინგა ირიციანის წინააღმდეგ მორიგ უკანონო ხელშეშლისა და დისკრედიტაციის შემთხვევებს. აღნიშნული ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” და მის მიერ ორგანიზებული პირები სისტემატურად ცდილობენ დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვას და მედიის დისკრედიტაციას.

27 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქში” შენობის სახურავის ჩამონგრევის გაშუქებისას „აჭარა თაიმსის” რედაქტორ სულხან მესძიხეს უცნობი პირი პროფესიულ საქმიანობაში უშლიდა ხელს და მის გაძევებას ცდილობდა.

27 თებერვალსვე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, TOK-TV-ის ჟურნალისტების მიხეილ დარბაიძის და ინგა ირიციანის კითხვებს „მავნებლობა” და „ჭორაობა” უწოდა, მედიის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც ცდილობდა პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაციას. აღნიშნული ინციდენტი კი ხდება იმ ფონზე, როდესაც მკვეთრად გაუარესდა მედიისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა. 

„ქართული ოცნების” პირობებში მედია უმძიმეს ზეწოლასა და თავდასხმის ქვეშ იმყოფება. რეჟიმი ორგანიზებას უწევს მედიის წინააღმდეგ თავდასხმებს, ემუქრება, უკანონოდ აჯარიმებს და თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში გამომცემლობა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. ტოტალური დაუსჯელობა ფონზე მედიაზე თავდასხმაში მონაწილე არც ერთი პირი არ გამოვლენილა და პასუხისგებაში არ მიეცა. 

არსებული გარემოში დამოუკიდებელი მედიის მუშაობა ყოველდღიური ბრძოლაა. თავისუფალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილია, და მასზე თავდასხმა არის პირდაპირი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე. 

ამ თემაზე

“ქართული ოცნება” მედიის სისტემურ შეზღუდვას აგრძელებს

სამიზნეა კრიტიკული მედია- ცენტრალურიც და რეგიონულიც

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ადამიანის უფლებების მდგომარების შესახებ საქართველოში 

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ