მედია ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტების კომიტეტის მოსმენაზე არ შეშვების ფაქტს

30 ივნისი 2023

მედიით  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 29 ივნისს კომიტეტის სხდომაზე, სადაც კინემატოგრაფისტებმა საპროტესტო პერფორმანსი გამართეს, მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს. შედეგად, მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, გადაეღოთ პროტესტის ამსახველი მასალა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აკრედიტებული ჟურნალისტები პარლამენტში თავიანთი მოვალეობების შესრულებისას დაუსაბუთებელ დაბრკოლებებს აწყდებიან. მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს რომ ეს საგანგაშო ინციდენტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს  საკანონმდებლო ორგანოში გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტი გახდა ქვეყანაში მედიის შეზღუდვის ერთ-ერთი სიმბოლო.  

მსგავს კრიტიკულ პროცესებზე მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვით, პარლამენტი ზღუდავს საზოგადოების კონტროლს, ხელს უშლის მოსახლეობას ინფორმირებულობას და ართმევს შესაძლებლობას ჩაერთოს  დემოკრატიულ პროცესში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, უზრუნველყოს სათანადო სამუშაო პირობები მედიის წარმომადგენლებისთვის. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, რომელიც აღიარებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონებით.

ამ თემაზე

მედიის სამუშაო პირობები არჩევნების გაშუქებისას

მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა.

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.