მედია საფრთხეშია – სამუშაო შეხვედრა

24 აგვისტო 2021

2021 წლის 27 ივლისს, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინიციატივით მედიის უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ როგორც ჟურნალისტები და მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საერთო ღონისძიების მთავარი მიზანი მედიის დაცვა და ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება იყო. ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ საქართველოში ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას საფრთხე ყოველდღიურად ემუქრება.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” მზადაა გააგრძელოს კომუნიკაცია ყველა მედიასაშუალების ხელმძღვანელთან ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაცვის საკითხების გასაძლიერებლად.

ამ თემაზე

თავდასხმა “მთის ამბების” რედაქტორსა და ჟურნალისტზე გელა მთივლიშვილზე

კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვიის ფაქტებს ეხმიენება

ქართული ოცნების" პირობებში მედია უმძიმეს ზეწოლასა და თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

კოალიცია: მედიისთვის ჯარიმების დაწესება არის მიზანმიმართული ზეწოლა

დაჯარიმებულ ჟურნალისტთა განახლებადი ბმული