მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ნოდარ მელაძის გაქურდვის ფაქტს

13 ივლისი 2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს “ტელეკომპანია პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტის, ნოდარ მელაძის, კუთვნილი  მანქანიდან სამსახურეობრივი მყარი დისკის ქურდობას. მსგავსი ქმედება ძირს უთხრის არა მხოლოდ ჟურნალისტების უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად პრესის თავისუფლებას.

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, დღეს მისი ავტომობილიდან წაიღეს სამსახურეობრივი გარე მყარი დისკი.  მანქანაში არსებული სხვა ნივთები კი, როგორებიცაა საათები და სათვალე, ხელუხლებელია. ჟურნალისტი ინციდენტს დაშინების მცდელობად მიიჩნევს: “დაშინება ძარცვის იმიტაციით.”

მედიაგარემო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ეს ინციდენტი კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევაა.  ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და საზოგადოების ინფორმირებისთვის.  

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს ეს ინციდენტი და დასაჯოს დამნაშავეები. ასევე აუცილებელია, რომ მიღებული იყოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მედიის წინააღმდეგ მზარდი საფრთხეების შესაჩერებლად. 

ამ თემაზე

განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით

სოციალურ ქსელში პოსტის გამო ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომუნიკაციების კომისია – ცენზურის სადარაჯოზე

ტვ ფორმულას დაჯარიმების შესახებ

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება