მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით

01 ივლისი 2022

გუშინ, 2022 წლის 30 ივნისს კრიტიკული მაუწყებლის “ტელეკომპანია პირველის” დირექტორს ვატო წერეთელს ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხნენ „ქართული ოცნების” დეპუტატები. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება უკვე  დაადასტურა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით, ასევე ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებებით, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას. 

კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წამომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.  

[1] სტატია: აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ – ვატო წერეთელი https://bit.ly/3bHkuwa 

[2] სტატია: ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთლის შესახებ: მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა https://bit.ly/3yzusIR 

ამ თემაზე

ფეისბუქის პოსტის გამო ვახო სანაიას 30 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიას პატიმრობის შესახებ

დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური ზეწოლისა და დევნის შესახებ

მედიაგარემოს გაუარესება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და დამოუკიდებელი მედიის დევნა

კომუნიკაციის კომისია ცენზორის როლში