მსოფლიოში წამყვანმა უფლებადამცველმა და პრესის თავისუფლებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას გათავისუფლების თხოვნით მიმართეს

21 აპრილი 2023

მსოფლიოში წამყვანმა უფლებადამცველმა და პრესის თავისუფლებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა საჯაროდ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების თხოვნით. 

წერილში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 16 მაისიდან პატიმრობაში იმყოფება დამოუკიდებელი ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია. ნიკა გვარამიას დაპატიმრებას კრიტიკული შეფასება მოყვა სახალხო დამცველისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში საელჩოს მიერ. ნიკა გვარამიას საპატიმროში ყოფნა საქართველოს სახელმწიფოს  ერთ რიგში აყენებს რეპრესიულ, ავტორიტარულ სახელმწიფოებთან და ზიანს აყენებს  ქვეყნის რეპუტაციას

ხელმომწერმა ორგანიზაციებმა პრეზიდენტს მოუწოდეს გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია. “გვარამიას ციხიდან გათავისუფლება საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება”- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში. 

წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: 

  • ევროპის ჟურნალისტთა ასოციაცია (AEJ)
  • პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
  • ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ)
  • Human Rights Watch
  • ფონდი სამართალი ჟურნალისტებისთვის
  • Index on Censorship
  • პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)
  • PEN International
  • რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)

ამ თემაზე

EFCSN მხარდაჭერა წევრ ორგანიზაციებს

განცხადება- მედიის შევიწროებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

„ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული და განხორციელებული ანტიდემოკრატიული ღონისძიებები ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებისკენ არის მიმართული.

ივანიშვილი რუსული კანონების ამოქმედებას პუტინისა და ლუკაშენკას სცენარით იწყებს