მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია მიენიჭა

16 დეკემბერი 2025

16 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს, ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

მზია ამაღლობელთან ერთად დაჯილდოვდა უკანონო პატიმრობაში მყოფი, ბელორუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტიც. მზია ამაღლობელის სახელით პრემია „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო, ანდჟეი პოჩობუტის სახელით კი – მისმა შვილმა.

სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში.

ირმა დიმიტრაძემ ტრიბუნიდან მზია ამაღლობელის საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვა გაახმოვანა.

ეს ჯილდო იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს მოქალაქეების ხმა გესმით ევროპაში.“- მზია ამაღლობელი.

ამ თემაზე

3 მაისი – პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე

ვახტანგ აბაშიძე – რეპრესიული სისტემის ერთგული წევრი

ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

"ქართული ოცნება" მედიაზე ზეწოლას აგრძელებს