საპარლამენტო არჩევნები და მედიაგარემო 

10 ოქტომბერი 2024

„სამართლიანი არჩევნებისა და  დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ზოგიერთი მიმართულება, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი, ქალთა წარმომადგენლობა რეგისტრირებულ პარტიულ სიებში, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, მედიაგარემო, საარჩევნო დავები და საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი სხვა ძირითადი ტენდენციები.

მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ მედიაგარემო კვლავ პოლარიზებულია. პარტიის კანდიდატები არ მონაწილეობენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების საინფორმაციო გადაცემებში, ხოლო პროსახელისუფლებო მედია არ იწვევს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მის სატელევიზიო გადაცემებში. ანგარიშში გაანალიზებულია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებიც, რომელიც მიკერძოებულად და ძალადობრივი გარემოს წახალისებად მიიჩნევა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ ISFED-ის შეფასება წაიკითხეთ ვრცლად ორგანიზაციის  ანგარიშში.

ამ თემაზე

მედიის სამუშაო პირობები არჩევნების გაშუქებისას

მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა.

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.