საქართველოს მედიაგარემო 2023

10 ივლისი 2024

მედიაკოალიციის წევრმა ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს მედიაგარემოს შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 2023 წლის მდგომარეობას ასახავს. კვლევა აფასებს მედიის თავისუფლების, ჟურნალისტების უფლებებისა და პლურალიზმის მდგომარეობას საქართველოში.

ანგარიშის თანახმად, ბოლო პერიოდში გახშირდა ფიზიკური ძალადობის, მუქარის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები ჟურნალისტების, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ხელისუფლების არაეფექტური რეაგირება ამ დანაშაულებზე კი დაუსჯელობის შეგრძნებას იწვევს.

კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ “მთავარი არხის” ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალება დადებითი მოვლენა იყო, თუმცა ეს არ ცვლის პოლიტიზებული სასამართლო სისტემის პრობლემას ქვეყანაში.

ანგარიში ხაზს უსვამს ხელისუფლების მცდელობას “რუსული კანონის” მიღებით, რომელიც მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. ასევე აღნიშნულია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები.

კვლების მიგნებების თანახმა, მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ხოლო ხელისუფლება კვლავ ბოიკოტს უცხადებს მისთვის არასასურველ მედიასაშუალებებს. SLAPP-ის საჩივრების გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ კი განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთ საშუალებად სახელდება.

ამ თემაზე

მედიის წარმომადგენლებს და პრესის თავისუფლების დამცველებს

დაგვიდექით გვერდით ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის, როგორც ეს თავად მზია ამაღლობელმა მოგვიწოდა ციხიდან.

კოალიციის განცხადება ჟურნალისტის საბა სორდიას დაკავების შესახებ

ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა “პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა”, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.

განცხადება ჭიათურის საკრებულოში ჟურნალისტების დაშვების აკრძალვის შესახებ

ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა ჭიათურაში